თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
პოლიტიკა

კომპანია „თელასის“ ცნობით, თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ დიღმის მასივის II კვარტლის და რობაქიძის ქუჩის მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ ასევე კრწანისის რაიონის დიუმას, პუშკინის და კოტე აფხაზის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, დემეტრე თავდადებულის, მირიანაშვილის, ახალციხელის და მეფე არჩილის ქუჩებს.
გლდანის რაიონში კი ამავე დროს ელექტრომომარაგება შეუწყდებათ ლიბანის და სალხინოს ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17 :00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, სადგერის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
იმავე საათებში ისნის რაიონში შეზღუდვა შეეხებათ ავლიპ ზურაბაშვილის, გარე კახეთის, დოესის, ცუცხვათის, აწყურის და ზინდისის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში კი გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბარამიძის, კაკაბაძის, სადმელის, ჩარგლის, მაღალაშვილის, სამოცდამეცამეტე, გამყრელიძის, ამირანაშვილის, ველისციხის, თიანეთის, სიხარულიძის და გარიყულის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება წყნეთის გზატკეცილის და საკანდელიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
”თელასის” ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.





