გიორგი გაჩეჩილაძე: გიგა ბოკერია თავად არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ლობისტებისთვის ათეულობით მილიონის გადახდის უშუალო მონაწილე
პოლიტიკა

გიორგი გაჩეჩილაძე
ფოტო: Facebook
გიგა ბოკერია თავად არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ლობისტებისთვის ათეულობით მილიონის გადახდის უშუალო მონაწილე და მან ძალიან კარგად იცის თუ რა შედეგი ექნება ამას. საინტერესოა რა შედეგი მიიღო მან მაშინ, როდესაც ის საიდუმლო გრიფით ბიუჯეტის ფულებს ფანტავდა, - აღნიშნულის შესახებ გია გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერ აღიქვამდა იმ საფრთხეს, რომელიც მოდის „ნაციონალური მოძრაობიდან“, მისი ჩრდილოეთ კავშირებიდან გამომდინარე.
„საჭიროა სწორი და ზუსტი ინფორმირება, რისთვისაც შეიქმნა ახალი ურთიერთობები ლობისტურ ფირმებთან. სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერ აღიქვამდა იმ საფრთხეს, რომელიც მოდის „ნაციონალური მოძრაობიდან“, მისი ჩრდილოეთ კავშირებიდან გამომდინარე. გასარკვევი ამბავია - მარტო მოქმედებს, თუ ისინიც ეხმარებიან ასეთ საკითხებში. ამიტომ, ბუნებრივია დროზე უნდა შექმნილიყო ლობისტური ორგანიზაციები, რომ როგორმე დაებალანსებინათ ეს მოქმედებები, რომელიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან არის დაკავშირებული. იმედი მაქვს, რომ ახალი მოქმედებები და ახალი ლობისტური ორგანიზაციები, რომლებიც იმუშავებენ საქართველოზე, ზუსტ ინფორმაციას ჩაიტანენ“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.
სააგენტო Bloomberg-მა „ქართული ოცნების“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების თაობაზე სტატია გამოაქვეყნა.





