ანა შეპკინა
სოფელ გორელოვკასთან მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გადაკეტილი გზა გახსნა
პოლიტიკა

ფოტო: ანა შეპკინა
სოფელ გორელოვკასთან მოძრაობა აღდგენილია.გზა ადგილობრივებმა მხარის გუბერნატორთან და ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატთან ენზელ მკოიანთან შეხვედრის შემდეგ გახსნეს. პროტესტის ნიშნად ნინოწმინდა-სომხეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტილი თითქმის 2 საათი იყო. აქციის მონაწილეებმა მანქანებს შემოვლითი გზაც დაუკეტეს, რასაც მგზავრების უკმაყოფილება მოჰყვა.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესო ამირანაშვილი მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას დაპირდა. ხვალ სპეციალური ტექნიკური ჯგუფი წყლის ცენტრალურ მაგისტრალზე ყველა უკანონო დაერთება ჩაიჭრება და მოსახლეობას წყლის მიღების საშუალება თანაბრად მიეცემა, გაზაფხულზე კი ალტერნატიული სისტემის მოსაწყობად სამუშაოები დაიწყება.
რაც შეეხება საძოვრებს, შეიქმნება კომისია, რომელიც ამ საკითხს შეისწავლის რათა მოსახლეობის ინტერესები დაცული იყოს. ამ საკითხე გორელოვკის მკვიდრთა 10-კაციანი ჯგუფი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ნინოწმინდაში იმსჯელებენ.
გორელოვკაში მოსახლეობა წყალმომარაგების და საძოვრების პრობლემის მოგვარებას ითხოვს.მათი თქმით, წყლის დებეტი ზამთარში მცირდება და იყინება,რის გამოც წლებია სასმელი წყალი სოფელს უჭირს. მას შემდეგ რაც წყლის ცენტრალური მილზე ფერმები დააერთეს, პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა. ადგილობრივების ინფორმაციით ფერმები რამდენიმე ადამიანს, მათ შორის ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარეს სუმბატ კიურეღიანს ეკუთვნის. მათივე საკუთრებაშია სოფლის მიწებიც რომლებითაც ადგილობრივები საძოვრად ვეღარ იყენებენ და პირუტყვის შენახვა ძვირი უჯდებათ.
16 იანვარს სწორედ წყლის პრობლემა გახდა საკრებულოს თავმჯდომარესა და ადგილობრივების შორის დაპირისპირების მიზეზი. დაპირისპირების ფაქტზე შსს–მ ძიება სსკ–ს 126–ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.





