16 იანვარი 2020, 15:02
გუდაურში ზვავის წინასწარ მართვას შეძლებენ
პოლიტიკა

ფოტო: არქივი
გაზიარება
გუდაურში საზვავე უსაფრთხოების სისტემა განლაგდება. სპეციალურად ამისთვის საქართველოში ფრანგი და გერმანელი სპეციალისტები ჩამოვიდნენ. ახალი ტექნოლოგიის დანერგვის შემდეგ, გუდაურში ზვავის წინასწარ მართვის შესაძლებლობა ექნებათ.
დანადგარები სატესტო რეჟიმში უკვე გამოსცადეს. პროცესს საფრანგეთიდან და გერმანიიდან ჩამოსული ექსპერტები ხელმძღვანელობდნენ. როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, ამ პრაქტიკის დანერგვა საქართველოში, არა მარტო უსაფრთხოდ სრიალის შესაძლებლობას გააჩენს, არამედ სასრიალო დღეების რაოდენობასაც გაახანგრძლივებს.





