imedi
2016 წელს სიჩქარის გადაჭარბებას 102 ადამიანი ემსხვერპლა
პოლიტიკა

2016 წელს სიჩქარის გადაჭარბების 1 434 შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 102 ადამიანი დაიღუპა, 2 025-მა კი დაზიანება მიიღო. ეს მონაცემები ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ეკუთვნის, რომელსაც სააგენტო ipn ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, საქართველოში სიჩქარის გადაჭარბება ავტოავარიების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს.
"2016 წელს 200 000 ადმინისტრაციული ჯარიმა დაფიქსირდა სიჩქარის გადაჭარბების გამო. ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში საშუალო სიჩქარეს წარმოადგენს 50 კმ/სთ-ში, საქართველოში კი 60 კმ/სთ-ში (კანონი 15 კმ/სთ-ში დამატების უფლებას გვაძლევს). 50 კმ/სთ სიჩქარით ქვეითზე შეჯახებისას დაღუპვის რისკი მხოლოდ 20%-ია, ხოლო 80 კმ/სთ შეჯახება დაღუპვის 60%-იან რისკს წარმოშობს.
საერთაშორისო პრაქტიკით ქალაქის გზებზე რეკომენდებულია 50 კმ/სთ-იანი ლიმიტი, ხოლო სადაც ქვეითებისა და ავტომობილების შერეული მოძრაობაა - 30 კმ/სთ", - აღნიშნულია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ინფორმაციაში.





