ვინ რამდენი ხმა მიიღო უვადო მოსამართლეობის კანდიდატებიდან კომიტეტის სხდომაზე
პოლიტიკა

ფოტო: Facebook
პარლამენეტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს უყარა კენჭი, საიდანაც რეკომენდაცია 14 კანდიდატს გაუწია. კომიტეტის სხდომაზე იმ კანდიდატების ხმები, რომლებსაც მხარი დაუჭირეს, ასე გადანაწილდა:
მერაბ გაბინაშვილი - 7 ხმა, მირანდა ერემაძე - 6 ხმა, მამუკა ვასაძე - 7 ხმა, მაია ვაჩაძე - 7 ხმა, თამარ ზამბახიძე - 8 ხმა, შალვა თადუმაძე - 8 ხმა, ვლადიმერ კაკაბაძე - 6 ხმა, ლევან მიქაბერიძე - 6 ხმა, გიორგი მიქაუტაძე - 8 ხმა, ნუგზარ სხირტლაძე - 6 ხმა, ლალი ფაფიაშვილი - 7 ხმა, ნინო ქადაგიძე - 7 ხმა, ქეთევან ცინცაძე - 6 ხმა, ალექსანდრე წულაძე - 6 ხმა.
კანდიდატები, რომლებიც კომიტეტმა ჩააგდო: თამარ ალანია - 1 ხმა, გოჩა ჯეირანაშვილი - 1 ხმა, ლაშა ქოჩიაშვილი - 1 ხმა, ზაზა თავაძე - 0 ხმა, შოთა გეწაძე - 1, პაატა სილაგაძე - 2 ხმა.
მანამდე კომიტეტის სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა, იყო სიტყვიერი დაპისპირება. კომიტეტზე კენჭისყრის პროცედურისთვის ხელის შეშლა ჯერ ეკა ბესელიამ, მოგვიანებით კი რომან გოცირიძემ სცადა.
ახლა კანდიდატებს კენჭი დეპუტატებმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე უნდა უყარონ. თითოეულ კანდიდატს უზენაეს სასამართლოში განწესებისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
კენჭისყრის პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ კანდიდატურა მოხსნა, თუმცა პროცედურების მიხედვით ზაზა თავაძეს კენჭი ფორმალურად მაინც უყარეს. ირკვევა, რომ დაამტკიცებენ არა ცხრამეტს, არამედ იმდენს, რამდენიც უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის ამ ეტაპზე აუცილებელია.





