თბილისის ავტოპარკს ახალი ავტობუსები შეემატა
პოლიტიკა

კახა კალაძე
ფოტო: IMEDI
კახა კალაძემ ევროპის მოედანზე თბილისის მოსახლეობას „ISUZU“-ს მარკის 8-მეტრიანი და „MAN“-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები წარუდგინა.
დედაქალაქის მერიამ ავტობუსები მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შეისყიდა. ავტობუსები euro 6 ემისიის სტანდარტის დიზელის ძრავზე მუშაობს და შშმ პირთათვის სრულად ადაპტირებულია.
38 ერთეული „ISUZU“-ს მარკის და 16 ერთეული „MAN“-ის მარკის ავტობუსი ეტაპობრივად ერთი კვირის განმავლობაში შემდეგ მარშრუტზე დაიწყებეს მოძრაობას: N7 – სოფელი დიღომი – მეტროსადგური „დიდუბე“, N12 – დიდი ლილო – მეტროსადგური „ისანი“, N13 - მეტროსადგური „დელისი“ – უნივერსიტეტის ქუჩა, N19 – ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონი – ზემო ფონიჭალა, N36 – ლოტკინის დასახლება – რკინიგზის გადასასვლელი ხიდი, N48 – ჟღენტის ქუჩა – რკინიგზის გადასასვლელი ხიდი, N54 – დიდი დიღომი, მეოთხე მიკრორაიონი-უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი, N57 – სამგორის ქუჩა – კრწანისის ქუჩა, N65 – დოლიძის ქუჩა -რკინიგზის სადგური, N68 – 9 ძმის ქუჩა – სადგურის მოედანი, N75 – ზღვის უბნის მესამე მიკრორაიონი – მეტროსადგური „სარაჯიშვილი“, N77 – ტუბდისპანსერი – რკინიგზის სადგური, N80 – ორთაჭალის ქუჩა – ბარათაშვილის ქუჩა, N110 – მახათას მთა – რკინიგზის გადასასვლელი ხიდი, N122 – მუჯირიშვილის ქუჩა – სადგურის მოედანი.





