imedi
ირანული მედია: საქართველოს პრეზიდენტმა 3 ირანელი პატიმარი შეიწყალა
პოლიტიკა

ჯავად ზარიფი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯავად ზარიფის თბილისში ვიზიტის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამი ირანელი პატიმარი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ირანულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ზე დაყრდნობით წერს.
ირანული მედიის ცნობით, პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრაზე ზარიფი ირანელი პატიმრების გათავისუფლების თემას შეეხო.
"ვიზიტს მოჰყვა პირველი შედეგი - ქართულმა მხარემ დაიწყო შეწყალებისა და გათავისუფლების პროცესი", - წერს IRNA.
სააგენტოს ცნობით, ეს ნაბიჯი ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის განვითარებისკენაა მიმართული.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 17-18 აპრილს იმყოფებოდა. მოჰამედ ჯავად ზარიფი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებს შეხვდა.





