დარეჯან ჩხიკვაძე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბათუმის საკრებულოს სხდომებს აღარ დაესწრებიან
პოლიტიკა

ლევან ვასაძე
ფოტო: დარეჯან ჩხიკვაძე
ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია ბოიკოტს აცხადებს და საკრებულოს სხდომებს აღარ დაესწრება. მათი ბოიკოტის მიზეზი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა.
„ჩვენ აღარ დავესწრებით სხდომებს მანამ, სანამ არ გადაწყდება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი - პროპორციული არჩევნები. ფაქტობრივად გადავდივართ ბოიკოტის რეჟიმში, სანამ ეს პროცესები ქვეყანაში ხალხის სასარგებლოდ არ დალაგდება“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა ლევან ანთაძემ. მისი თქმით, გამონაკლისი ბიუჯეტის განხილვა იქნება.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მათ შორის იყო მარიამ ჯაშიც.
მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.





