08 მაისი 2017, 15:30
კახაბერ კუპატაძე
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 5 სოფელი დაისეტყვა
პოლიტიკა

ფოტო: კახა კუპატაძე
გაზიარება
ახმეტის შემდეგ გურჯაანის მუნიციპალიტეტის 5 სოფელი დაისეტყვა. განსაკუთრებით დიდია ზარალი ახაშენსა და მუკუზანში. ადგილობრივების თქმით, დაზიანებულია ვაზი, ერთწლიანი ნარგავები და დახოცილია შინაური ფრინველი. ისინი შიშობენ, რომ მოსავლის გარეშე დარჩებიან. უკვე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დათვლის.





