08 მაისი 2017, 12:38
ბათუმში კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვა მიმდინარეობს
პოლიტიკა

გაზიარება
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ბათუმის უნივერსიტეტში 12:00 საათზე დაიწყო. განხილვას პირველად ესწრება საქართველოს პრეზიდენტი.
კონსტიტუციის ახალ პროექტს, ადგილობრივ მოსახლეობას სახელისუფლო გუნდი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით წარუდგენს. შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს და აჭარის მთავრობის წევრები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და კონსტიტუციონალისტები ესწრებიან.
კონსტიტუციის ახალი პროექტის საჯარო განხილვა 5 მაისს დაიწყო და მისი წარდგენა სულ 11 ქალაქშია დაგეგმილი. საყოველთაო განხილვების პროცესი 15 მაისს, თბილისში დასრულდება.





