ხათუნა მაისურაძე
ქუთაისში სტუდენტებმა ანტისაოკუპაციო აქცია გამართეს
პოლიტიკა

ფოტო: ხათუნა მაისურაძე
,,რუსეთი ოკუპანტია“, ,,აფხაზეთი ჩვენი ტკივილია" - ამ სლოგანებით ქუთაისში ლადო მესხიშვილის თეატრის წინ სტუდენტების საპროტესტი აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა სოფელ ატოცში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს. უკანონო ბორდერიზაციის პროცესის შეჩერებას სტუდენტები ხელისუფლებას სთხოვენ. აქციას მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ წევრებიც შეუერთდნენ.
19 ოქტომბერს ატოცში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერით ყველაფერი კეთდება, რომ თითოეულ მოქალაქეს თავის მიწაზე ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა მიეცეს.
ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის განახლებასთან დაკავშირებით განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა. შს მინისტრმა გომელაურიმა კი თქვა, რომ ატოცში სიტუაციას სრულად აკონტროლებენ.





