გახარია: პირდაპირ მითხარით, რა არის გასაკეთებელი სპორტის განვითარებისთვის
პოლიტიკა

გიორგი გახარია
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
პედაგოგების შემდეგ პრემიერმინისტრი გიორგი გახარია გორში მედიკოსებს და სპორტსმენებს შეხვდა. ორივე სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთავარი გამოწვევა არის ინფრასტრუქტურა და ამ მიმართულებით პრემიერს დახმარებას სთხოვენ.
„სპორტი ამ რეგიონში თვითრეალიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ შიდა ქართლსა და გორში სპორტის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყოს ხელი? პირდაპირ უნდა მითხრათ, რა არის გასაკეთებელი და რა შედეგები გვექნება ამის გაკეთების შემთხვევაში. ინდივიდუალურ სახეობებში ნორმალურად მივდივართ, გუნდურ სახეობებში გვიჭირს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მასობრივი სპორტი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა. მასობრივი სპორტი არის არა მხოლოდ პროფესიული სპორტის განვითარების საფუძველი, არამედ ახალგაზრდობის სიჯანსაღის საფუძველიც“, - განაცხადა გახარიამ.
მანამდე პრემიერმინისტრი გორში პედაგოგებს შეხვდა და მათგან განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიიღო.





