imedi
იუსტიციის სამინისტრო ჰააგის სასამართლოს შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას იწყებს
პოლიტიკა

შეხვედრა დევნილებთან
იუსტიციის სამინისტრო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობაზე მოქალაქეების ინფორმირების კამპანიას იწყებს. მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ძამაშვილი კოდასა და წეროვანში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დანაშაულების გამოძიებაზე მიაწოდეს ცნობები. დევნილები ასევე გაეცნენ პროცედურაში დაზარალებულთა ჩართვის შესაძლო ფორმებისა და გზების შესახებ ინფორმაციას. ყურადღება გაამახვილდა საერთაშორისო გამოძიების სავარაუდო ვადებსა და შედეგებზე.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დანაშაულებს იძიებს. ნებართვა ჰააგის პროკურორისადმი საქმეზე გამოძიების დასაწყებად ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2016 წლის 27 იანვარს გასცა. გადაწყვეტილება და მისი ფორმულირებები სრულად შესაბამება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.
ქართული მხარე ჰააგის სასამართლოსთან გამოძიების ფარგლებში მჭიდროდ თანამშრომლობს.





