მაჭავარიანი 20 ივნისს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას უარყოფს
პოლიტიკა

ივანე მაჭავარიანი
ფოტო: Facebook
ფინანსთა მინისტრი რამდენიმე დრამატული ინციდენტის გარდა, ხელისუფლების და პოლიციის მხრიდან 20 ივნისს ძალის გადამეტების ფაქტს უარყოფს. შესაბამისი განცხადება ივანე მაჭავარიანმა NDI-ის კვლევის შეფასებისას გააკეთა.
„რაც შეეხება 20 ივნისს, რამდენიმე ინციდენტის გარდა, რომელიც კარგად ვიცით, რომ გვიან და დილისკენ განვითარდა, დრამატული რამდენიმე შემთხვევის გარდა, რომელმაც თვალის დაკარგვა გამოიწვია, ხელისუფლების და პოლიციის მხრიდან, ძალის გადამეტება არც ერთ ეტაპზე არ იყო.
მაჭავარიანმა ასევე დასძინა, რომ მოვლენებს თვალს პირადად ადევნებდა და ღამის ქრონოლოგიის აღდგენა ყველა მსურველს შეუძლია.
„ხომ გაქვთ ქრონოლოგია, დაჯექით, უყურეთ, როდის, რომელ წამზე რა ხდებოდა, ნახავთ. დრამატული ნაწილია ბოლოსკენ, რომელზეც ინდივიდუალური გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა მინისტრმა.
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 68 % ფიქრობს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლისას ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა.





