imedi
მთავარი პროკურორის მოადგილე უჩა ნანუაშვილს აკრიტიკებს
პოლიტიკა

გიორგი გოგაძე
საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე სახალხო დამცველის პროკურატურისთვის მიცემული რეკომენდაციები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ "სახალხო დამცველმა ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა და ის გვევლინება მიკერძოებულ მხარედ".
"რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა, სამწუხაროდ, ძალიან შორს არის ობიექტურობისაგან. ვერ გავიზიარებთ. დღევანდელი სხდომა არის ღია, გადაიცემა ტელევიზიით და ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალურად ვუპასუხებთ",- განმარტა მთავარი პროკურორის მოადგილემ.
გოგაძემ ნანუაშვილი დეკანოზის საქმეზე გამოთქმული პოზიციის გამოც გააკრიტიკა, რომელშიც სახალხო დამცველი ამბობს, რომ მხარეთა თანასწორობა დაცული არ არის, რადგან დაცვის მხარეს გაუთქმელობის პირობაზე აქვს ხელი მოწერილი.
"ვერანაირად ვერ დავეთანხმები. სამწუხაროდ, სახალხო დამცველმა ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა ამ მიმართულებით და ის გვევლინება მიკერძოებულად და მხარედ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომენტარებს აკეთებს იმ ფონზე, როდესაც არანაირი ინფორმაცია არც კი ჰქონდა გამოთხოვილი პროკურატურისგან და არც კი აინტერესებდა", - განაცხადა გოგაძემ.
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში სახალხო დამცველის 2016 წლის მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს.





