სოფიკო ბერიძე
ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა ბიზნესმენისთვის 500 000-ლარიანი გირაოს შეფარდება გაასაჩივრა
პოლიტიკა

ავთანდილ წერეთელი
ფოტო: IMEDI
ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა კახა წერეთელმა ბიზნესმენის მიმართ შეფარდებული 500 000-ლარიანი გირაო სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. აპელაცია ეხება ასევე გამოძიებასთან შეუთანხმებლად ქვეყნის დატოვების აკრძალვას. დაცვა მოითხოვს, რომ წერეთლის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ორივე ღონისძიება გაუქმდეს.
"არ არსებობს ავთანდილ წერეთლის მხრიდან მიმალვის ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. მიგვაჩნია, რომ არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველი. ასევე ვცადეთ დაგვესაბუთებინა, რომ ბრალდების აღწერილობის ნაწილი არ შეესაბამება იმ დასკვნებს, რომელიც ბრალდების მხარეს აქვს", - აღნიშნა ადვოკატმა.
გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას. 27 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.





