30 აპრილი 2017, 22:34
imedi
გიორგი მარგველაშვილმა დუშეთში აშშ-ის მოქმედ და ყოფილ ელჩებს უმასპინძლა
პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი და ელჩები დუშეთში
გაზიარება
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ, დუშეთში, მეგობრულ სადილზე საქართველოში ამერიკის მოქმედ და ყოფილ ელჩებს უმასპინძლეს.
სადილს აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, აშშ-ის ყოფილი ელჩები რიჩარდ მაილსი (მაისი 2002 - აგვისტო 2005) და კენეტ იალოვიცი (ივლისი 1998 - ივნისი 2001) ესწრებოდნენ. ამ ფაქტის ამსახველი ფოტოები და ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.





