ლევან სულაშვილი
ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაცვლილი კაცის ოჯახი ექიმის დასჯას ითხოვს
პოლიტიკა

აქცია ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოსთან
19 წლის გარდაცვლილი ახალგაზრდის შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრებმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოსთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს და ცირგაიას მკურნალი ექიმის დასჯა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. ახალგაზრდის დედის განცხადებით, მისი შვილი სწორედ ექიმების დაუდევრობის გამო გარდაიცვალა. ცირგაიას ოჯახის წევრებმა საავადმყოფოს შესასვლელი ჩაკეტეს, რის შემდეგაც მათ საავადმყოფოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, უშედეგოდ.
ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერი განმარტავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დასკვნას ელოდებიან, რომელმაც უკვე შეისწავლა ეს საქმე და კონკრეტულ სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სწორედ ამის დასკვნის საფუძველზე მიიღებენ.
შოთიკო ცირგაია ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გასული წლის ნოემბერში გართულებული პნევმონიის დიაგნოზით მიიყვანეს. ოფიციალური ინფორმაციით, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი, თბილისში გადაჰყავდათ, თუმცა გზაში გარდაიცვალა.





