ლევან კვატაშიძე
კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანის და კანაფის მოხმარებისთვის დასჯადი დოზები თითქმის სამმაგდება
პოლიტიკა

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ მეორე საყოველთაო შეკრებისთვის ემზადება, წლევანდელი ღონისძიება ნარკოპოლიტიკაში დაგეგმილ ცვლილებებს მიეძღვნება.
პარლამენტმა თითქმის დაასრულა კანონპროექტზე მუშაობა, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარებაზე დაწესებული სანქციები შემსუბუქდება.
ცვლილებების მიხედვით, მარიხუანის მოხმარების პირველი შემთხვევის დროს აღარ მოხდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება. იცვლება კანაფის და მარიხუანის დიდი ოდენობის განსაზღვრება.
კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა, 50 გრამის ნაცვლად, განისაზღვრება 140 გრამის ოდენობით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა, 250 გრამის ნაცვლად - 1000 გრამით. მარიხუანის შემთხვევაში დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად განისაზღვრება 70 გრამით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა - 140 გრამის ოდენობით.





