ლევან ფოჩხუა
უსინათლოები საჯარო ინფორმაციის მიღებას ხმოვან რეჟიმში შეძლებენ
პოლიტიკა

ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია
უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადაპტირებული ვებგვერდი შეიქმნა. სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის ინიციატივით, უსინათლო და მცირემხედველი პირები ადაპტირებულ ინფორმაციას ხმოვან რეჟიმში მიიღებენ. მცირემხედველი პირებისთვის შესაძლებელია ფონის, ფერის და შრიფტის შეცვლა. ხმოვანი ფუნქციის აჩქარება ან შენელება.
ვებგვერდი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციარივის ''ადამიანთა უფლებები ყველასთვის'' ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პრეზენტაცია კი დღეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გაიმართა. ვებგვერდის მისამართია: voice.sda.gov.ge





