27 აპრილი 2017, 11:29
ნინო არღვლიანი
უმრავლესობა ქართული ოცნების ოფისში კონსულტაციებს მართავს
პოლიტიკა

ფოტო: ნინო არღვლიანი
გაზიარება
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" დეპუტატები კონსულტაციებს მართავენ. გუნდი პოზიციების შეჯერებაზე მსჯელობს, რადგან მაჟორიტარები მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგებიან.
"მაჟორიტარებს გვაქვს პოზიცია, რომ სისტემა არ უნდა გაუქმდეს. ახლა შევეცდებით, ერთმანეთი დავარწმუნოთ საკუთარი პოზიციის სისწორეში. მე თუ მკითხავთ, პარლამენტი სრულად მაჟორიტარებით უნდა იყოს დაკომპლექტებული,"- განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრება.





