imedi
ბერლინში ქართული დიასპორების დახმარების სტრატეგიის პრეზენტაცია მოწყო
პოლიტიკა

მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა დიასპორის წარმომადგენლებთან
ბერლინში ქართველი ემიგრანტების შესახებ მომზადებული სტრატეგიის პრეზენტაციაც მოეწყო.
ღონისძიება საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოამზადა. ის უცხო ქვეყნებში მოქმედი ქართული დიასპორების დახმარებას გულისხმობს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დახმარებაში იგულისხმება იურიდიული კონსულტაცების გაწევა და სამედიცინო დახმარებაც. შესაძლოა, სტრატეგის ერთი ნაწილი არალეგალურად მცხოვრებ ქართველებსაც დაეთმოს, ამას დიასპორის წარმომადგენლები ითხოვენ.
სამინისტროს ცნობით, 2016 წელს გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკა მკვეთრად არის შემცირებული.
მიხეილ ჯანელიძე გერმანიაში 25 აპრილს ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა.





