კახელი მევენახეები და მეღვინეები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ აქციას მართავენ
პოლიტიკა

ფოტო: ვასილ დაბრუნდაშვილი
ნიკა გვარამიას ამჯერად კახელი მევენახეები და მეღვინეები უპირისპირდებიან. ისინი გომბორის გადასახვევთან შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ მათთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის უხამსი გამონათქვამები ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალზე.
აქციის მონაწილეებს კახეთის ცენტრალური მაგისტრალი ნახევარი საათით გადაკეტილი ჰქონდათ, რის შემდეგაც განაცხადეს, რომ „რუსთავი 2“-ის შენობასთან გადაინაცვლებენ.
„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „აქცენტებში“ განაცხადა: „გავკარი ბორჯომსაც და ღვინოსაც. რას ნიშნავს, პუტინი კარგიაო იმიტომ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცამ ბორჯომი, ღვინო და ნაბეღლავი შეიტანოს რუსეთში? ჩავუფსი სამივეში, ფეხებზე მკიდია. ძალიან დიდი ბოდიში, ქვეყანა ვართ თუ რაღაცა სავაჭრო ობიექტი. გაეთრიეთ და უკრაინაში გაყიდეთ, კაცო. რას შეგვ… მთელ ერს. ლამის გამოხატვის უფლება აგვიკრძალეთ იმის გამო, რომ თქვენი ბორჯომი იქ ვერ შევიდეს. გადაეჯ… უკრაინაში და იქ გაყიდეთ ეს ბორჯომი“.





