imedi
ავტობანის იმ მონაკვეთს, სადაც ავარიები ხშირია, კიდვე 2 ზოლი დაემატება
პოლიტიკა

მთავრობა ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი ავტომაგისტრალის ნახშირღელე-დაფნარის მონაკვეთზე გზისთვის კიდევ 2 ზოლის დამატებას გეგმავს, ინფორმაციას ipn.ge ავრცელებს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძის განცხადებით, 2 ზოლის დამატება ეკონომიკურად ამ ეტაპზე გამართლებული არ არის, თუმცა გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო, მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.
„შეიძლება გაგვაკრიტიკონ კიდეც, რომ ახალი პროექტი ეკონომიკურად არ არის გამართლებული, მაგრამ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ერთი კაცის სიცოცხლეც კი ღირს დამატებითი ხარჯის გაწევად, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, რომ გზას კიდევ 2 ზოლი დაემატოს“, - განაცხადა სეთურიძემ.





