სოფო ხუგოიანი
მოქალაქეების ნაწილმა „რუსთავი 2“-ის შენობაში შესვლა სცადა
პოლიტიკა

აქცია რუსთავი 2-თან
ფოტო: Youtube
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან სადაც აქცია იმართება, აქციაზე მისულებს შორის ინციდენტი მოხდა. მოქალაქეების ნაწილს შენობაში შესვლა სურდა, მეორე ნაწილი მათ მშვიდობიანი აქციისკენ მოუწოდებდა.
მოქალაქეთა ნაწილმა ტელეკომპანიის მიმართულებით ცოცხები და კვერცხები ისროლა. ისმოდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი შეძახილებიც.
ტელეკომპანიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება პატრული და სასწრაფო დახმარების მანქანა.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა "P.S"-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად არაეთიკურად მიმართა.
ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემირმინისტრმა მამუკა ბახტაძემ: "ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან", - განაცხადა პრემიერმა.
განცხადება გაავრცელა თბილისის მერმა კახა კალაძემაც. "დაუშვებელია „პატრიოტიზმით“ შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ", - თქვა მან.
ასევე შეფასება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
"რუსთავი 2"-ის პირდაპირი ეთერიდან წამყვანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც.
გაბუნიას მონოლოგი გააკრიტიკა არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამაც.




