Imedi
კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვია
პოლიტიკა

ბუქარესტი
გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში ჩავიდა. მას ბუქარესტის საერთაშორისო აეროპორტში რუმინელი კოლეგა სორინ გრინდეანუ დახვდა.
საქართველოს პრემიერი შეხვდება რუმინეთის პრეზიდენტს, პრემიერს, სენატის პრეზიდენტს, დეპუტატთა პალატის პრეზიდენტს და დაესწრება საქართველო-რუმინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ერთობლივ მიღებას.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პრემიერის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე.





