ლევან ჩუგოშვილი
მოსამართლეების კრიტიკოსთა დასჯაზე იუსტიციის საბჭო იმსჯელებს
პოლიტიკა

მოსამართლეების კრიტიკის პრევენციის მიზნით, კანონპროექტს იუსტიციის საბჭოს წევრი ევა გოცირიძე ამზადებს. საკითხზე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ.
ცნობილია, რომ გოცირიძის ინიციატივას საბჭოს წევრები მხარს დაუჭერენ. ინიციატივის ავტორი აცხადებს, რომ ჟურნალისტები და პოლიტიკოსები მოსამართლეების მიმართ ხშირად ზღვარგადასულ შეფასებებს აკეთებენ და ეს რეგულაციებში უნდა მოექცეს.
"ხშირად მომისმენია გამონათქვამები, რომ მოსამართლეები კრიმინალების ჯგუფია, მაფიოზების ბანდაა. ეს ყოვლად მიუღებელია. დიახ, ასეთი გამონათქვამები უნდა იზღუდებოდეს და მოსამართლეს უნდა ჰქონდეს უფლება, თავისი რეპუტაციის დასაცავად სასამართლოს მიმართოს", - აცხადებს ევა გოცირიძე.
ჯერ უცნობია, კონკრეტულად რა სახის სანქციების დაწესებას მოითხოვს მოსამართლეების კრიტიკისათვის იუსტიციის საბჭოს წევრი. ასევე ამ ეტაპზე არ კონკრეტდება, ვინ და როგორ განსაზღვრავს, რამდენად დასაშვებია ესა თუ ის კრიტიკული გამონათქვამი.





