საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემებების კონკურსში 153 განაცხადი დარეგისტრირდა
პოლიტიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაცემების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი დასრულდა. სულ შემოსულია 153 განაცხადი. კონკურსი შეფასების 3 ეტაპს მოიცავს და 5 მიმართულების 9 გადაცემის შერჩევას ისახავს მიზნად. გადაცემებს 12-კაციანი კომისია შეარჩევს, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაწარმოების დირექტორი პაატა ქურდაძე უხელმძღვანელებს.
ის აპლიკანტები, რომლებიც პირველ ტურს წარმატებით გადალახავენ, მაისის დასაწყისში კომისიის წინაშე პროექტის პრეზენტაციას გამართავენ. მესამე ტური კი გადაცემის პილოტის მომზადებას ითვალისწინებს. კონკურსში საუკეთესოდ დასახელებული პროექტები ივნისის დასაწყისში გახდება ცნობილი.





