26 აპრილი 2017, 00:49
მარიამ პაკაცოშვილი
მეტრო ახმეტელის თეატრის ტერიტორია გაწმენდილია
პოლიტიკა

მეტროს მიმდებარე ტერიტორია დღის ბოლოს
გაზიარება
ამ წუთებში მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები აღარ არიან. მერიის გადაწყვეტილებით, ისინი დღეიდან იქ აღარ იქნებიან.
დედაქალაქის მერიის შუამდგომლობით, მოვაჭრეები სხვადასხვა ბაზრობის ტერიტორიებზე გადაინაცვლებენ და პირველი 6 თვე ყოველგვარი გადასახადებისგან გათავისუფლდებიან.
თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა მეტრო "ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს გარევაჭრობის უნებართვო კონსტრუქციები აიღეს.
მოვაჭრეები ამ გადაწყვეტილებას დღის განმავლობაში აპროტესტებდნენ.





