25 აპრილი 2017, 17:54
ხეების გადარგვაზე შემოწმება დაიწყო
პოლიტიკა

გაზიარება
გიგლა აგულაშვილის განცხადებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ხეების აჭარიდან და გურიიდან შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში გადარგვაზე შემოწმება რამდენიმე დღეა დაიწყო. მინისტრი უფრო ვრცლად საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრებს.
ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
დენდროლოგიურ პარკს ბიძინა ივანიშვილი აშენებს.
ხეების გადარგვას მწვანეები და "ნაციონალური მოძრაობა" აპროტესტებენ.





