დარეჯან ჩხიკვაძე
ბათუმში აქციის ბანერმა წარწერით „სისხლიანი 9+7 წელი“ ნაციონალები გააღიზიანა
პოლიტიკა

ბათუმი
ფოტო: დაჯი ჩხიკვაძე
ბათუმში საპროტესტო აქცია მსვლელობა მიმდინარეობს. ახალგაზრდები და მესამე სექტორი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ და ძალის გადამეტებას აპროტესებენ.
აქციაზე მივიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც, თუმცა მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა წარწერა "სისხლიანი 9+7 წელი", მათ განაცხადეს რომ ეს არის "პატრიოტთა ალიანსის" მესიჯი და აქცია ცალკე გააგრძელეს.
"აქციას არ ვუერთდებით, იმიტომ რომ იქ გამოტანილი მთავარი მესიჯი არის "პატრიოტთა ალიანსისა" და ლევან ვასაძის მესიჯი. დღეს მთავარი პრობლემა და მოთხოვნა არის გადადგეს გიორგი გახარია. ამ მოთხოვნებს ამ აქციაზე ვერ ვხედავთ. ის რომ არასამთავრობო ორგანიზაციებიც არის ეს მათი პოზიციაა", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მირდატ ქამადაძემ.
"პატრიოტთა ალიანსის" მოთხოვნები არ ვიცი, მაგრამ, ამ აქციის მოთხვნაა გადადგეა გახარია. ვფიქრობთ რომ ის არის მთავარი პასუხიმგებელი პირი, იმ სისხლიან დარბევაზე რაც ვიხილეთ. თუ "ნაციონალური მოძრაობა" არ ეთანხმება ახალგაზრდების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბანერზე, ეს მათი გადასაწყვეტია,"- ასე უპასუხა ნაციონალური მოძრაბის წევრებს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" წარმომადგენელმა მალხაზ ჭკადუამ.
პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს თბილისშიც.
20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.
20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.





