ნათია გაბოძე
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
პოლიტიკა

პირველად ისტორიაში, საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონია. ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებმა იტალიის ნაკრები ანგარიშით 45:36 დაამარცხა. ნახევარფინალში ქართველმა მოფარიკავეებმა რუსეთის ნაკრებს სძლიეს ანგარიშით 45:41. ნახევარფინალამდე კი საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი 45:34 და რუმინეთი 45:31 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მიხეილ მარდალეიშვილი, ვაჟა რეჭია, ნიკა შენგელია და საბა სულამანიძე არიან.
2016 წელს საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში, სადაც რუსეთთან 38:45 დამარცხდა და ვიცეჩემპიონის ტიტული მოიპოვა.





