ნანა ქაჯაია
კვირიკაშვილი აშშ-ში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტით კმაყოფილია
პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრი აშშ-ში სამუშაო ვიზიტს გამოეხმაურა.რომელშიც მონაწილეობდნენ პირველი ვიცეპრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე. პრემიერის განცხადებით, დელეგაცია ამერიკიდან მნიშვნელოვანი შედეგებით დაბრუნდა. აშშ-ის საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციამ "ოპიკმა"(opic) მიიღო გადაწყვეტილება, გააორმაგოს საქართვლოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ლიმიტი. ასევე, მსოფლიო ბანკისგან სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღებს 100 მილიონი დოლარის პირდაპირ გრანტს, რეფორმების განხორციელების მხარდაჭერისათვის.
„მსოფლიო ბანკის პირველი ვიცეპრეზიდენტი, პოლ რომერი ძალიან დაინტერესდა ჩვენი მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და მან გადაწყვიტა, ჩაერთოს რეფორმების განხორციელების პროცესში. რომერი არის ბიზნესის კეთების სიმარტივის ჯგუფის ხელმძღვანელი მსოფლიო ბანკში, მისი მონაწილეობა ჩვენი რეფორმების პროცესში და მისი რჩევები იქნება უმნიშვნელოვანესი. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში საკრედიტო პორტფელის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკმა, რომელიც გეგმავს 2017 წელს დამატებით გამოყოს 250 მილიონი ევროს რესურსი ინფრასტრუქტურის პროექტებზე. ევროპის საინვესტიციო ბანკი ძალიან გააქტიურდა კერძო სექტორის დაფინანსების მიმართულებითაც. არის ასეთი პროგრამა „საინოვაციო დაფინანსება“, ინოვაციური და დამწყები ბიზნესის დაფინანსებისთვის. საქართველოს დამწყებ ბიზნესმენებს ექნებათ საშუალება, ამ პროგრამაშიც ჩაერთონ."-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, 2016 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკმა გააორმაგა თავისი საკრედიტო პორტფელი საქართველოზე, რამაც 1 მილიარდ ევროს მიაღწია.





