25 აპრილი 2017, 17:19
ნათია გაბოძე
ქართველი მოფარიკავეები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ
პოლიტიკა

გაზიარება
მინსკში მიმდინარე 23 წლამდე მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები ფინალში გავიდა, სადაც იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ნახევარფინალში ქართველმა მოფარიკავეებმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 45:41 დაამარცხეს. ნახევარფინალამდე კი საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი 45:34 და რუმინეთი 45:31 ანგარიშით დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მიხეილ მარდალეიშვილი, ვაჟა რეჭია, ნიკა შენგელია და საბა სულამანიძე არიან. ფინალური შეხვედრა თბილისის დროით 3 საათზე დაიწყება.





