ნანა ქაჯაია
მთავრობამ ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაზე მუშაობის დაწყება დაანონსა
პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს მთავრობის სხდომაზე "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებებზე მსჯელობენ. მთავრობა ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაზე იწყებს მუშაობას. პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ცვლილებების პაკეტი მოიცავს რამდენიმე საკითხს.
„პაკეტის თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად დადგენილი თანხის ოდენობა 50 000-დან 100 000 ლარამდე იზრდება. ასევე, უქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებებისთვის, რომლებიც თავისი შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს - მაგალითად, სასაქონლო ზედნადებთან და არააქციზური საქონლის მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები. ასევე, პაკეტში შედის ისეთი მნიშვნელოვანი სტიმულები ცალკეული დარგებისთვის, როგორებიცაა, მაგალითად შიდა ავიაციის სტიმულირება. ამისთვის ჩვენ დღგ-სადა აქციზისგან ვათავისუფლებთ საავიაციო საწვავის იმ ნაწილს, რომელიც შიდა ავიაციისთვის იქნება განკუთვნილი ბორტზე მისაწოდებლად, ასევე - სხვადასხვა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევას“, - განაცხადა პრემიერმა.





