მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა
პოლიტიკა

მიხეილ ჯანელიძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დღეს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა, სადაც 26 აპრილს გერმანელ კოლეგასთან ზიგმარ გაბრიელთან ერთად ბერლინში საზეიმოდ გახსნის საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელს.
საზეიმო ღონისძიება გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს საზეიმო დარბაზში, „Weltsaal“-ში გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში ქართველი ხელოვანების მონაწილეობით გაიმართება კონცერტი.
გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ზიგმარ გაბრიელთან, გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ქრისტოფ ჰოისგენთან. გერმანიის ბუნდესტაგში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტსა და ნატო-ს საპარალამენტო ასამბლეაში გერმანიის დელეგაციასთან.
ვიზიტის ფარგებში მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვედრებს გამართავს გერმანიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, ექსპერტულ წრეებთან და მედიასთან.





