ექსპერტები ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზას "შავ წერტილს" უწოდებენ
პოლიტიკა
41 კილომეტრიანი საავტომობილო გზა, რომელიც ადიამანების სიცოცხლეს ხშირად იწირავს. ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარ მორიგ ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის ერთი ფეხმძიმე ქალია.
გადაჭარბებულ სიჩქარესთან ერთად, დამნაშავე მოუწესრიგებელი ინფრასტრუტურა და არასწორად დაგეგმილი მშენებლობაა. დამატებითი სამუშაოების დაწყება დაგეგმილია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ქუთაისი-სამტრედიის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მოძრაობა უსაფრთხოა და პირობას დებენ, რომ მაგისტრალზე გარეგანათება ორ თვეში დამონტაჟდება, ასევე, პარალელურად დაიწყება მუშაობა შემოვლით მონაკვეთზე გზის დამატებითი მონაკვეთის ასაშენებლად.
თუმცა, ვიდრე გზა ბოლომდე გამართული იქნება, ერთადერთი გამოსავალი მძღოლების მხრიდან გამოჩენილი სიფრთხილეა.





