გირჩის რელიგიურმა ორგანიზაციამ უკვე 92 მღვდელმსახური აკურთხა
პოლიტიკა

დღეის მონაცემებით, გირჩის რელიგიურმა ორგანიზაცია, "საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესიამ", ბიბლიურმა თავისუფლებამ 92 მღვდელმსახური აკურთხა. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge ავრცელებს.
"გირჩის" განცხადებით, დღეს 35 მღვდელმსახური აკურთხეს და შესამაბისი მოწმობების რაოდენობა ამოეწურათ. ბიბლიური თავისუფლება მღვდელმსახურების მსურველებს 25 აპრილს, დილის 11 საათიდან ელოდება.
ბიბლიურ თავისუფლებაში ამბობენ, რომ მათი ინფორმაციით, ამ დრომდე, მოწმობის წარდგენის შემდეგ არც ერთ მღვდელმსახურს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნია.
ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა "გირჩმა" რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლება" 21 აპრილს დააფუძნა. პარტიის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, რელიგიური ორგანიზაცია "გირჩის" მსგავსად თავისუფლების იდეასაც ქადაგებს. ამასთან „ბიბლიური თავისუფლება“ ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გადავადებაშიც დაეხმარება.





