imedi
მთავრობამ საჯარო პირებისთვის ღამის საათებში მუშაობის წესი განსაზღვრა
პოლიტიკა

საქართველოს მთავრობამ ნახევარ განაკვეთზე და ღამის საათებში მუშაობის წესები დაადგინა.
მთავრობის დადგენილების თანახმად, საჯარო მოხელეს ნახევარ განაკვეთზე მუშაობის ნებართვა შეუძლია მოითხოვოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისას, ასევე, ორსულობის პერიოდში და 1 წლამდე ასაკის ბავშვის აღზრდისას.
მთავრობამ ღამის საათებში მუშაობის რეგლამენტიც განსაზღვრა. დადგენილების თანახმად, ღამის საათებად ჩაითვლება მუშაობა 22.00 საათიდან 06.00 საათამდე. ღამის საათებში მუშაობის ხანგრძლივობა 7 საათზე მეტი არ უნდა იყოს. ღამის საათებში მოხელის გადაყვანა მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობითაა შესაძლებელი და მას კანონით განსაზღვრული სახელფასო დანამატიც ეძლევა.





