imedi
რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესი მარტივდება
პოლიტიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
"უმაღლესი განათლების შესახებ კანონში" შესაძლოა ცვლილებები განხორციელდეს და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესი გამარტივდეს. ამის შესახებ სააგენტო ipn წერს.
კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, რომლითაც პარლამენტს მთავრობამ მიმართა, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება ხდება. როგორც ამასთან დაკავშირებით მთავრობა განმარტავს, სხვა შემთხვევაში, რექტორის მოვალეობის შემსრულებელის ლეგიტიმაცია ბევრად მაღალი იქნება, რადგან მის არჩევნებში გაცილებით ფართო - საარჩევნო კოლეგია მონაწილეობს.
გარდა ამისა, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა შესაძლებელი იქნება არამარტო რექტორისათვის რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, არამედ რექტორის ვერარჩევის შემთხვევაშიც. ასევე დგინდება, რომ აკადემიური საბჭო რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით აირჩევს.
დღეს, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს საარჩევნო კოლეგია ირჩევს, რომლის შემადგენლობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი შედის, რომლებსაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.





