ნუცა ტრაპაიძე
სომხურ ეკლესიასთან გენოციდის დროს დაღუპულებს გაიხსენებენ
პოლიტიკა

ამ წუთებში ეროვნებით სომეხი საქართველოს მოქალაქეები სომხურ ეკლესიასთან იკრიბებიან და ოსმალეთის იმპერიის მხრიდან სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. ეკლესიასთან შეკრებილი მოქალაქეების განცხადებით, დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციაც იგეგმება, სადაც ოსმალეთის მიერ სომეხი ერის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის - გენოციდის აღიარებას მოითხოვენ.
1915-23 წლებში ოსმალეთის იმპერიის მხრიდან სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხზე, სომხური ორგანიზაციები მე-12 წელია, რაც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ. სომეხი მოსახლეობის გენოციდის დღედ 1915 წლის 24 აპრილი ითვლება.





