imedi
ირაკლი კობახიძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა
პოლიტიკა
დევიდ ჰობსის და ირაკლი კობახიძის შეხვედრა
საქართველოს სამუშაო ვიზიტით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი დევიდ ჰობსი ეწვია. მან დღეს შეხვედრა გამართა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.
შეხვედრაზე მხარეებმა საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და ღონისძიების საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ უცხოელ სტუმართან საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლება და მოსახლეობა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს.
დევიდ ჰობსი დღესვე საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისს ეწვევა და მისიის ხელმძღვანელს უილიამ ლაჰიუს შეხვდება.
საქართველოს დედაქალაქი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას 26-29 მაისს უმასპინძლებს. ღონისძიებას ნატოს 28 წევრი, 20-ზე მეტი ასოცირებული, პარტნიორი და დამკვირვებელი ქვეყნის 600-მდე წარმომადგენელი დაესწრება.





