რუსთავის მე-3 საჯარო სკოლაში ბომბი არ აღმოჩნდა
პოლიტიკა

რუსთავის მე-3 საჯარო სკოლაში ბომბი არ აღმოჩნდა. სამართალდამცველებმა ადგილზე მუშაობა დაასრულეს. სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები სკოლაში უკვე შევიდნენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადეს, სკოლაში გამნაღმელების ყოფნა საჭირო აღარ არის.
რუსთავის მე-3 საჯაროს სკოლაში ნაღმის არსებობის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ეს ინფორმაცია IMEDINEWS-ს რუსთავის მერიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. სკოლაში ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სკოლის შენობაში არავის უშვებდნენ.
სკოლის დირექტორის განცხადებით, ანონიმურმა პირმა 112-ში დარეკა და სკოლაში ნაღმის არსებობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.





