imedi
ქართველმა ძიუდოისტებმა რუსები დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ
პოლიტიკა

ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში, საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხა და ევროპის გუნდური ჩემპიონი უკვე მეცხრედ გახდნენ. ფინალში საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატის დასკვნით გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრებმა იტალია, სერბეთი და უკრაინა დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია : -60კგ - ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი, -66კგ - ვაჟა მარგველაშვილი, -73კგ - ლაშა შავდათუაშვილი, -81კგ - ზებედა რეხვიაშვილი, -90კგ - ბექა ღვინიაშვილი, -100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, +100კგ - ადამ ოქრუაშვილი, გურამ თუშიშვილი, -48კგ - ოლღა ალადოშვილი, -57კგ - ეთერ ლიპარტელიანი, +78კგ - ელენე ქებაძე. გუნდურ შეჯიბრში კი ვაჟთა ნაკრებს კიდევ 4 ძიუდოისტი დაემატება: -66კგ - ლაშა გიუნაშვილი, -73კგ - ფრიდონ გიგანი, -81კგ - ამბაკო ავალიანი და -90კგ - უშანგი მარგიანი.
ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძეა.





