ძლიერი ქარის გამო ზუგდიდის 28 სოფელი შუქის გარეშე დარჩა
პოლიტიკა

ფოტო: 1tv.ge
ძლიერი ქარის გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 46 სოფლიდან, 28 სოფელს ელექტროენერგია აღარ მიეწოდება. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
1tv.ge-ს ცნობით, რამდენიმე სოფელში ქარმა ხეები მოგლიჯა, რის გამოც შეფერხებულია ავტოსაგზაო მოძრაობა. ასევე, დაზიანებულია ზუგდიდი-ანაკლიას გზაზე გარე განათება.
ამასთან, 15-მდე ხეა მოგლეჯილი ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობასთან, სადაც ამჟამად აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. როგორც დევნილები აცხადებენ, ხის დაცემის შედეგად აფეთქდა ტრანსფორმატორი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლაშა გოგიას განცხადებით,, ყველა შესაბამისი სამსახური საქმის კურსშია ჩაყენებული და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.





