23 აპრილი 2017, 22:14
imedi
თბილისში ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბიჭი თოკებზე დაეცა
პოლიტიკა
ვიდეო: 1tv.ge
გაზიარება
თბილისში, თემქის დასახლებაში 13 წლის ბიჭი ფანჯრიდან გადავარდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
საზოგადოებრივის ცნობით, ბავშვი მეექვსე სართულიდან გადავარდა და მესამე სართულზე, თოკებზე დაეცა. მოზარდი მაშველებმა ამწეკრანით ჩამოიყვანეს. თბილისის სასწრაფო დახმარების ცნობით, პირველადი დათვალიერების შედეგად ბავშვს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
მოზარდი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, ექიმების შემოწმების შემდეგ კი ის სახლში გაწერეს.





