23 აპრილი 2017, 21:39
imedi
ოზურგეთში ქარმა სახლებს სახურავი გადახადა
პოლიტიკა

დაბა ნაკისრალა
გაზიარება
ოზურგეთში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა, მოგლეჯილია ხეებიც. ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ქარმა სახურავი გადახადა ოზურგეთის დრამატული თეატრის შენობასაც, რომელსაც რემონტი უტარდება.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე მიყენებული ზარალი ცნობილი არ არის. მძიმე მდგომარეობაა დაბა ნასაკირალშიც. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დეპუტატი ბესიკ ქათამაძე წერს.
ამ მომენტში გურიის მცხოვრებლების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.





