23 აპრილი 2017, 20:18
დარეჯან ჩხიკვაძე
უგულავა აჭარაში შეხვედრებს მართავს
პოლიტიკა

გიგი უგულავა
ფოტო: დაჯი ჩხიკვაძე
გაზიარება
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აჭარაში შეხვედრებს მართავს - ადგილობრივებს პარტიის გეგმებს და პროგრამას აცნობს. მისი თქმით, "ევროპული საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება.
დღეს უგულავამ ხოფის ბაზრობაზე შეკრებილებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამა გააცნო, რომელიც ლიბერალურ ბიზნესგარემოს და გადასახადების შემცირებას ითვალისწინებს.





