imedi
ბერლინერი: საკონსტიტუციო ცვლილებები მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პერსპექტივისთვის
პოლიტიკა

ნიკოლას ბერლინერი
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები მნიშვნელოვანია საქართველოს გრძელვადიანი პერსპექტივისთვის.
"ვაკვირდებით პროცესს, რომელიც არ არის დასრულებული - მიმდინარეობს დებატები, ვენეციის კომისია წარმოადგენს რეკომენდაციებს. მნიშვნელოვანია ყველა კომენტარის გათვალისწინება. საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია", - ამბობს ნიკოლას ბერლინერი.
საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტს - სამუშაო ვერსიის მუხლებს და ალტერნატიულ წინადადებებს მხარი 22 აპრილს დაუჭირა (43 მომხრე, 8 წინააღმდეგი).
დოკუმენტს ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან. დაიწყება ერთთვიანი საყოველთაო სახალხო განხილვა.
ცვლილებები პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება.
საკონსტიტუციო კომისია 4 თვის განმავლობაში მუშაობდა. პროცესში მონაწილეობაზე თავიდანვე უარი თქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. კომისია მუშაობის დასასრულს დატოვა ოპოზიციამ. მათი შეფასებით, მმართველმა გუნდმა პროექტი საკუთარ ინტერესებს მოარგო.





